მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 13:4

3. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა.4. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის,5. არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი,
1 კორინთელთა მიმართ თავი 13
4. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი გამოკიდებულ არიან“ (22,37-40).:

...და თავადმან მეორეცა აუწყა, არაჲთა ნაკლულევანი პირველისა, რამეთუ დაღაცათუ რიცხჳთა მეორე არს, არამედ მსგავსივე არს პირველისაჲ; ამისთჳს, რამეთუ გზაჲ არს მისა მიმართ აღმყვანებელი, და მის მიერ აქუს ამასცა სიმტკიცე. ესე რაჲ მიუთხრა, აუწყა მათ, ვითარმედ შორს არიან სიყუარულისაგან. რამეთუ „სიყუარულსა არა შურნ“, არცა იგონებნ ბოროტსა, ხოლო იგინი, ვინაჲთგან სავსე იყვნეს შურითა და ბოროტსა ზრახვიდეს, შორს იყვნეს სიყუარულისაგან.

ხოლო რაჲსათჳს მათე იტყჳს, ვითარმედ: „გამოსცდიდა მას“, ხოლო მარკოზ ესრეთ იტყჳს: „იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, და ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“.

არა თუ ურთიერთას წინააღუდგებიან მახარებელნი. ნუ იყოფინ! არამედ ფრიადცა ეწამებიან. რამეთუ მწიგნობარმან მან გამოცდით წინაუყო პირველად სიტყუაჲ იგი, ხოლო ვინაჲთგან ესმა სიტყუაჲ ჭეშმარიტებისაჲ და შეიკდიმა და სარგებელ ეყო, ამისთჳს აქო იგი უფალმან. რამეთუ არა პირველ აქო, არამედ ოდეს-იგი თქუა, ვითარმედ: სიყუარული ღმრთისაჲ და სიყუარული მოყუსისაჲ „უფროჲს არს ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა“. მაშინ ჰრქუა უფალმან: „არა შორს ხარ სასუფეველსა ღმრთისასა“, რამეთუ სთქუ ს...

სრულად ნახვა