...ითა ამით, ვითარმედ: თჳნიერ კე-თილთა საქმეთასა არცა სარწმუნოებაჲ ვის ერგების, არცა სასწაულნი, ვი-თარცა იტყჳს ნეტარი პავლე: „მაქუნდეს ღათუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათა ცვალებადმდე და სიყუარული არა მაქუნდეს, არაჲ-ვე-რაჲ ვარ“.
კუალად მეტყჳან კითხვისმოყუარენი, ვითარმედ: ვინ არიან ესევი-თარნი იგი კაცნი, მოქმედნი სასწაულთანი და ზიარნი წარწყმედისანი? - მრავალნი ყოფილ არიან და ყოფად არიან. არა ესრეთ იყოა იუდა, სავსე ყოვლითა უკეთურებითა, და მიეცა მას მადლი სასწაულთაჲ? ესრეთ იყო, რომელი-იგი სახელითა ქრისტესითა განასხმიდა ეშმაკთა და არა შეუდგა მას, და სხუანი მრავალნი.
და კუალად ძუელსაცა შჯულთასა შინა იპოების ესევითარი, რომელ აღასრულა მადლმან საღმრთომან ძალნი უღირსთა მიერ, რაჲთა სხუათა სარგებელ ეყოს. რამეთუ არა ყოველნი ყოველსა შინა იყვნეს მომზავებელ, არამედ რომელთამე აქუნდა ცხორებაჲ სიწმიდისაჲ და სარწმუნოებაჲ ძლიერი ვერ უძლეს მოგებად; სხუათა სარწმუნოებაჲ აქუნდა და საქმენი არა აქუნდეს. ამისთჳს მისცა ამათ ღმერთმან მადლი სასწაულთაჲ, რაჲთა იგინიცა ხადნეს სარწმუნოებასა მტკიცესა და ესენი მიუთხრობელითა მით ნიჭითა მოიყვანნეს კეთილისსაქმედ. ამისთჳს უხუებით მისცა სას...