თარგმანი: ვინაჲთგან ზემო სიტყუად ყრმისა უწოდა აქათა ამათ წინაჲსწარმეტყუელებათა, და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ცნობად ყრმისა - აქათა ამათ მეცნიერებათა, რომლისათჳს თქუა, ვითარმედ: "ვსცნობდ, ვითარცა ყრმაჲ". ამისთჳს აწ სახედ შემოიღო სარკე. გარნა ვინაჲთგან სარკე რეცა ხატსა აჩუენებს შთამხედველისასა, ამისთჳს ზედა-დაჰრთო "სახე", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ მერმესა მას გულისჴმის-ყოფასა თანა აქაჲ ესე სარკისასა უწულილესი არს და კნინოდენი სახე პირისა პირისპირისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 13:12
...სიტყვითაც. რადგან როდესაც მიმიღებს, ამბობს, მაშინ მას უფრო ნათლად ვიხილავ, ვიდრე ახლა. რადგან ახლა „სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭჳთ“ (), მაშინ კი - „პირსა პირისპირ“ (). ხოლო როცა სული გამოხსნილი იქნება, სხეულიც ეზიარება სიკეთეებს.
„ნუ გეშინინ, რაჟამს განმდიდრდეს კაცი და რაჟამს განმრავლდეს პატივი სახლისა მისისა“ (). როცა ეს ყოველივე ასეა, ამბობს, რატომ გეშინია აწმყო საგნებისა? რატომ გაწუხებს სიღარიბე? რატომ გეშინია შეძლებულისა? ხომ მოისმინე აღდგომის, კეთილთა ხვედრისა და ბოროტთა სასჯელის შესახებ? მაშ, ამის შემდეგ რაღად გეშინია ჩრდილებისა? რადგან მუდმივი და მტკიცე ისინი არიან, ესენი კი ჭკნობად ყვავილებს ჰგვანან....
...შეგიცნო“, არამედ: „რა არს კაცი, რამეთუ ეცნობე მას“ ().
2. ღმრთის შეუცნობლობა და კაცის ამაოება
ამიტომაც პავლე განუწყვეტლივ, აქეთ-იქით, სწორედ ამას ატრიალებს და ამბობს: „ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე“ (). და თვით ქრისტეც ამბობს: „არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ“ (). სხვაგან კი კვლავ პავლე ამბობს: „ხოლო რომელსა უყუარს ღმერთი, იგი ცნობილ არს მის მიერ“ (). სწორედ ამიტომაც იგი გამუდმებით, აქეთ-იქით, საკუთარ თავს „მოწოდებულს“ უწოდებს და აჩვენებს, რომ თვითონ არ შევარდნილა წინ, არამედ ჯერ მოწოდებულ იქნა. ასე ამბობს სხვაგანაც: „ხოლო ვსდევ ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ“ (). არ უთქვამს: „მივწვდი“, არამედ თქვა: „წევნულ ვიქმენ“ (...
...). და კვლავ: „რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ“ (). და კიდევ: „რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ“ ().
რადგან ამით აჩვენებს, რომ ეს ცოდნა იმდენად არის დაშორებული მაშინდელისგან, რამდენადაც ჩვილია დაშორებული სრულ ასაკამდე მისულ კაცს. „და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი“ (). რადგან მან უკვე ისაუბრა ქებასა და ამაღლებაზე, რომელიც ადამიანური ცხოვრებით ხდება, და გვირჩია, ასე აღვამაღლოთ ღმერთი, ასე ვაქოთ, ასე განვადიდოთ, რითაც უფრო დიდი სათნოებისკენ მოგვიწოდებს; ახლა აჩვენებს, სად ხდება ეს განსაკუთრებით. მაშ, სად ხდება ეს? ცაში. რადგან იქ არის მისი დიდება. რადგან განსაკუთრებით ანგელოზები ადიდებენ მას: არა მხოლოდ საკუთარი ბუნებ...
...რომლითა-იგი ამაღლდა ჩუენგან, და რომლითა კუალად მომავალ არს განშჯად სოფლისა.
მაქსიმესი: გესმას რაჲ იოვანესგან, ვითარმედ: "არღა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ" (), თანა-შეატყუ პავლესსა მას, რომელ იტყჳს: "აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვცნა, ვითარცა შევემეცნე" (). რამეთუ ესრეთ ორნივე ესე ზოგად გუაუწყებენ, ვითარმედ აწინდელი ესე ცნობაჲ მცირე არს და უსრულ მერმესა მას თანა, არღარა ვითარცა სარკითა, არამედ პირსა პირისპირ ხედვასა.
მოციქულისაჲ: და ყოველსა, რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისსა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა იგი წმიდა არს (3,3).
თარგმანი: რომელსა აქუნდეს სასოებაჲ მერმისა მის უსრულესად ცნობისაჲ, უჴმს აქვე განწმედაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მსგავსად აქა განწმედისა მიცემად არს მუნ საზომი ცნობისა და ხედვისა საღმრთოჲსაჲ.
მოციქულისაჲ: ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უშჯულოებაჲცა ქმნეს, და ცოდვაჲ იგი არს უშჯულოებაჲ. და იცით, რამეთუ გამოჩნდა ძე ღმრთისაჲ, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აღიხუნეს და ცოდვაჲ მის თანა არა არს (3,4-5).
თარგმანი: მრავალ-ჟამ მიმყოვრებაჲ ცოდვასა შინა — მცირედ-მცირედ უშჯულო ჰყოფს კაცსა, რაჟამს განამრავლოს მრავალ-გზის ცოდვითა გარდასლვაჲ შჯულისაჲ. და თჳთ მოქმ...
...ე სიყრმისაჲ იგი“. სიყრმედ ძუელსა მას უწოდა და მამაკაცობად - ახალსა. მერმე იტყჳს ახალისა ამისთჳს და ყოფადისა მის მას საუკუნესა, ვითარმედ: „ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა, ხოლო მაშინ - პირისპირ; აწ ვიცი მცირედ, ხოლო მაშინ ვიცნა, ვითარცა შევემეცნე“. ხოლო დაღაცათუ მი-რაჲ-ვემთხჳნეთ საუკუნესა მას სასუფეველსა, აწინდელნი ესე წესნი განქარდებიან და სხუაჲ უაღრესი ცხორებაჲ შემოვალს, არამედ არა ვიტყჳთ ამის ჯერისათჳს, თუ შეურაცხ არს ახალი ესე შჯული, არამედ უწყით, ვითარმედ დიდ არს და საკჳრველ. ეგრეთვე, რომელ ძუელი იგი უმცირესი იყო და ახალი ესე უსრულესი შემოვიდა, არა ჯერ-არს თქუმად, თუ ბოროტ იყო იგი. ნუ იყოფინ! არამედ კეთილ იყო ჟამსა შინა თჳსსა.
ხოლო აწ, ვინაჲთგან აღთქუმანიცა სასყიდელთა უზეშთაესთანი მოგუეცნეს და ძალი სულისა წმიდისაჲ უმეტესი მოგუენიჭა, სამართლად უმეტესსაცა სათნოებისა სიმართლესა ეძიებს ჩუენგან. რამეთუ არღარა ქუეყანისა მოცემაჲ აღგჳთქუა გამომცენარისა სძისა და თაფლისაჲ, არცა სიბერე სიპოხისაჲ და შვილმრავლობაჲ, არცა იფქლი და ღჳნოჲ და სამწყსონი ცხოვართანი და მროწეულები ზროხათაჲ ანუ არვები თხათაჲ, არამედ აღგჳთქუა ჩუენ სასუფეველი ცათაჲ და მკჳდრობაჲ ანგელოზთა თანა და შვილებაჲ ღმ...
...ბა იყოს. იხილოთ მაშინ, რომელნიცა წმიდა იყვნეთ გულითა, რაოდენ-იგი შესაძლებელ არს კაცთა მიერ ხილვაჲ ღმრთისაჲ. ამას მოასწავებს მოციქულიცა პავლე, ვითარცა მიწევნული სიწმიდესა გულისასა, და იტყჳს: „ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა, სახესა, ხოლო მაშინ პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე“. ესე იგი არს, ვითარცა შეუძლე ამიერვე სიწმიდითა გულისაჲთა შემეცნებად, რაოდენ ძალ-უც ბუნებასა ჩემსა თავს-დებად.
აწ უკუე გულისჴმა-ვჰყოფთ, ვითარმედ აღთქუმულ არს წმიდათათჳს გულითა ხილვაჲ ღმრთისაჲ, არა თუ ვითარ ბუნებაჲ მისი არს, არამედ ვი-თარცა ჩუენსა ამას ბუნებასა ძალ-უც. ხოლო საჴმარ არს სიწმიდე გულისაჲ ბრძანებისაებრ უფლისა, ვითარცა მოციქულიცა გუასწავლის და იტყჳს: „მშჳდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა, რამეთუ ამისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი“. რამეთუ განწმედაჲ გულისაჲ ყოვლისაგანვე ბოროტისა გულისსიტყჳსა უმეტეს ყოვლისა სათნოებისა ღირს-გუყოფს ჩუენ ხილვასა მას საღმრთოსა. ვინაჲთგან პირველ ამისა ნეტარებაჲ შეასხა მოწყალეთა და იცოდა, ვითარმედ მრავალნი იქმან მოწყალებასა და სიწმიდესა არა იმარხვენ, არამედ ერევიან ცოდვასა, რაჲთა გუაუწყოს, ვითარმედ არა კმა არს იგი, უკუეთუ ესეცა არა იყოს,...