მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 13:11

10. ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე.11. ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი.12. რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.
1 კორინთელთა მიმართ თავი 13
11. ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი (13,11).:

თარგმანი: ამას ზემოთა მათ თქუმულთა დასამტკიცებელად შემოიღებს და სიყრმისა ჟამად უწოდს საწუთროსა ამას განქარვებადსა, ხოლო მამაკაცებისად - საუკუნოსა მას განუქარვებელსა.

ფსალმუნი 112-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ეკლესიის მსახურება და ღვთის ყველგანმყოფობა:

...ამას პავლეც ცხადყოფდა და წარმოადგენდა განსხვავებას ორივე ცოდნას შორის: იმ ცოდნას, რომელიც ახლა გვაქვს, და იმ ცოდნას, რომელიც მომავალში იქნება, როცა ამბობდა: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“ (). და კვლავ: „რამეთუ მცირედ-რაჲმე ვიცით და მცირედ-რაჲმე ვწინაწარმეტყუელებთ“ (). და კიდევ: „რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ“ ().

რადგან ამით აჩვენებს, რომ ეს ცოდნა იმდენად არის დაშორებული მაშინდელისგან, რამდენადაც ჩვილია დაშორებული სრულ ასაკამდე მისულ კაცს. „და ცათა შინა არს დიდებაჲ მისი“ (). რადგან მან უკვე ისაუბრა ქებასა და ამაღლებაზე, რომელიც ადამიანური ცხოვრებით ხდება, და გვირჩია, ასე აღვამაღლოთ ღმერთი, ასე ვაქოთ, ასე განვადიდოთ, რითა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულიერი სამკვიდროს პირობები და აღთქმული საზღაური:

...ნ მოკვეთილნი არ გავხდეთ. თუ ვინმეს ის აშფოთებს, რომ ჯერ სრულყოფილნი არ ვართ, და ნათქვამს ეჭვით უყურებს, მოისმინოს პავლე, რომელიც ამბობს: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“ (), რადგან იგი აწინდელ და მომავალ საუკუნეზე საუბრობს. და კვლავ: „ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი“„მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა“ (). რადგან, ამბობს, აწინდელ ცხოვრებაში, თითქოს რომელიმე გამზრდელთან, ამ ქმნილებით ვიზრდებით; ხოლო როცა მეუფის სახლში შეყვანა გველის, ხრწნილების სამოსელს ვიხდით, უხრწნელებას ვიმოსავთ და სხვა ხვედრში გადავდივართ.

ეს ანდერძი იმითაც დაემუქრა მრავალს, რომ წილის გარეშე დარჩებოდნენ, თუ ჩაწერილი პირობების ღირსნი არ გახდებოდნენ. მაგრამ ვნახოთ, მაშ, რა არის ეს წილი. „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა“ (...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:

...(1 კორ. 13,9-10) სრულად მერმესა მას საუკუნესა უწესს და მცირედ - აწინდელსა ამას გულისჴმის-ყოფასა. და კეთილად აჩუენა მან ძუელისა მის შჯულისა წესი და ახლისაჲ და მერმისა მისცა საუკუნისა, რაჟამს თქუა: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმაჲ, ვიტყოდე, ვითარცა ყრმაჲ, ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“. სიყრმედ ძუელსა მას უწოდა და მამაკაცობად - ახალსა. მერმე იტყჳს ახალისა ამისთჳს და ყოფადისა მის მას საუკუნესა, ვითარმედ: „ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა, ხოლო მაშინ - პირისპირ; აწ ვიცი მცირედ, ხოლო მაშინ ვიცნა, ვითარცა შევემეცნე“. ხოლო დაღაცათუ მი-რაჲ-ვემთხჳნეთ საუკუნესა მას სასუფეველსა, აწინდელნი ესე წესნი განქარდებიან და სხუაჲ უაღრესი ცხორებაჲ შემოვალს, არამედ არა ვიტყჳთ ამის ჯერისათჳს, თუ შეურაცხ არს ახალი ესე შჯული, არამედ უწყით, ვითარმედ დიდ არს და საკჳრველ. ეგრეთვე, რომელ ძუელი იგი უმცირესი იყო და ახალი ესე უსრულესი შემოვიდა, არა ჯერ-არს თქუმად, თუ ბოროტ იყო იგი. ნუ იყოფინ! არამედ კეთილ იყო ჟამსა შინა თჳსსა.

ხოლო აწ, ვინაჲთგან აღთქუმანიცა სასყიდელთა უზეშთაესთანი მოგუეცნეს და ძალი სულისა წმიდისაჲ უმეტესი მოგუენიჭა, სამართლად უმეტესსაცა სათნოებისა სიმართლესა ეძიებს ჩუენგ...

სრულად ნახვა