თარგმანი: უსაკუთრეს არს, რამეთუ რომელსამე სულისა მიერ მიეცემის სიტყუაჲ სიბრძნისაჲ. სიტყუა სიბრძნისა არს ეგევითარი სიტყუაჲ, რომელი აქუნდა პავლეს, და ვითარი აქუნდა იოვანეს, ძესა ქუხილისასა, და სხუათა მსგავსთა მათთა.
1 კორინთელთა მიმართ 12:8
...ულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა, და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ“** (). და ამდენი ნიჭი ამდენ ერში ნათლისღების მადლმა მთელ მიწაზე განავრცო; და ყოველივე ამას სულის ეს წვეთი აღასრულებს. რომ ეს წვეთი იყო, მან იმით ცხადყო, რომ თქვა: „მივჰფინო სულისაგან ჩემისა“ (), და იმითაც, რომ წინდი უწოდა. რადგან ამით ცხადია, რომ მთელისაგან მცირე რამ მიეცა. ამიტომ იოანეც, სწორედ ამას რომ ცხადყოფდა, ამბობდა: „და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ“ (); ანუ, როგორც ვინმე იტყოდა, გადმომდინარისაგან, ჭარბისაგან, უხვად გადმოღვრილისაგან ყველამ მივიღეთ. ამრიგად, გაიაზრე სულიწმინდის მადლი: როგორ არის იგი ყოვლადსაკმარისი, ამოდენა ქვეყნიერებას...
...ესისათჳს.“** (). „რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა, და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა,“ (). მაგრამ ვინმემ შესაძლოა თქვას, რაც მართლაც ჭეშმარიტია, რომ იგი სხვა რწმენაზე ამბობს, რომლის მეშვეობითაც სასწაულები ხდებოდა. მეც ვიცი, რომ ის სხვაა, რომლის შესახებაც მოციქულები ამბობდნენ: „შემძინე ჩუენ სარწმუნებაჲ!“ (); ხოლო მისგან განსხვავებულია ეს რწმენა, რომლის მიხედვითაც ყველანი მორწმუნენი ვართ: ნიშნებს კი არ ვაკეთებთ, მაგრამ ღვთისმოსაობის ცოდნა გვაქვს; თუმცა აქაც სულიწმინდის შეწევნა გვჭირდება. რადგან ლუკა ერთ ვინმეზე წერს, რომ „რომლისა-იგი უფალმან განუღო გული მორჩილებად სიტყუათა პავლეს მიერ თქუმულთა.“ (). და ქრისტე ამბობს: **„ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან,...