მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:10

9. და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა,10. რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ.11. ხოლო ამას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თჳთოეულად კაცად-კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
10. რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელსამე — მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა, რომელსამე — შეწევნანი ძალთანი (12,9-10).:

თარგმანი: არა ერთ არს მადლი კურნებათაჲ და, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მოქმედებაჲ ძალთაჲ; რამეთუ პირველი იგი ჰკურნებს ოდენ სნეულთა და აღადგინებს მკუდართა, ხოლო მეორე ესე კურნებასა თანა და აღდგინებასა მოაკუდინებს-ცა და სტანჯავს; ვითარ-იგი პეტრე უყო ანანიას და საპფირას, და ვითარცა პავლე —ელჳმას მოგუსა.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ არს, (12,10).:

თარგმანი: განკითხვაჲ სულთაი არს, რაჲთა იცოდის თუ ვინ არს სულიერი, ვინ არს წინაჲსწარმეტყუელი, ანუ ვინ არს მაცთური.

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. სულის ნათლის დაცვა და წინასწარმეტყველება:

...არის კიდევ სხვა განმარტებაც. თესალონიკელთა შორის მრავალი იყო: ზოგიერთები ჭეშმარიტად წინასწარმეტყველებდნენ, სხვები კი ცრუობდნენ. ამასვე ამბობს კორინთელთა მიმართ ეპისტოლეშიც: ღმერთმა ამისთვის მოგვცა „განკითხვაჲ სულთაჲ“ ().2 რადგან ბილწმა ეშმაკმა მოინდომა, წინასწარმეტყველების ნიჭის საშუალებით მთელი ეკლესია დაექცია. ვინაიდან მომავალზე ორივე წინასწარ ამბობდა — დემონიც და სულიც: ერთი ცრუობდა, მეორე კი ჭეშმარიტებას ამბობდა. არსაიდან შეიძლებოდა თითოეულის საბუთის მიღება; თითოეული შეუმოწმებლად ამბობდა, როგორც იერემია და ეზეკიელი, ხოლო როცა დრო მოვიდოდა, ცრუწინასწარმეტყველები მჟღავნდებოდნენ. ამიტომ ღმერთმა სულთა გარჩევაც მოგვცა. რადგან მაშინაც თესალონიკელთა შორის მრავალი წინასწარმეტყველებდა, რომლებზეც სხვაგანაც მიანიშნებს, როცა ამბობს: **„რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ...

სრულად ნახვა