...ყოველთასა არს თუალი, ამისთჳს არა ლიტონად, არამედ მით სახითა შექმნნა თუალნი, რამეთუ დაღაცათუ მცირე არს ასოჲ იგი, არამედ ყოველთა უმეტეს სარგებელ ეყოფის გუამსა. და ამისთჳს თქუა მოციქულმან, ვითარმედ: „უკუეთუ ყურმან თქუას, ვითარმედ: არა ვარ თუალ, არღარა გუამისაჲ ვარ, ნუუკუე ამისთჳს არა გუამისაგანი არსა?“ რამეთუ ყოველნივე ასონი ჩუენნი ღმრთისა სიბრძნისა მომასწავებელნი არიან, ხოლო უფროჲს ყოველთასა თუალი, რამეთუ ესე უძღჳს ყოველსავე გუამსა, ესე იქმს შუენიერებასა, ესე შეამკობს პირსა, ესე არს სანთელი ყოველთავე ასოთაჲ, რამეთუ ვითარცა მზჱ არს სოფლისა ნათელ, ეგრეთვე თუალი - გუამისა. უკუეთუ მზჱ დააბნელო, ყოველივე სოფელი წარგიწყმედიეს, და უკუეთუ დააბნელნე თუალნი, ფერჴნიცა უჴმარ იქმნებიან და ჴელნიცა, და სულიცა ვერღარა შემძლებელ არს თავით თჳსით ცნობად საქმეთა, ვინაჲთგან ვერღარას ჰხედვიდეს დაბადებულთაგანსა და ვერცა მოვალს ჭეშმარიტსა გულისხმის-ყოფასა, რამეთუ ხედვითა დაბადებულთაჲთა ვიცნობთ ყოველთა ღმერთსა, „რამეთუ უხილავნი მისნი სოფლის დაბადებითგან დაბადებულთა მიერ ცნობილნი იხილვებიან“. ამისთჳს უკუე საცნაურ არს, ვითარმედ არა გუამისა ოდენ, არამედ სულისაცა სანთელი არს თუალი....
1 კორინთელთა მიმართ 12:1
1. ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი.2. უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12