მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 10:2

1. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს და ყოველნი ზღუასა განჴდეს.2. და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა;3. და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს;
1 კორინთელთა მიმართ თავი 10
2. და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა;
თავი ე̂. განყოფილებისათჳს ჭამადთაჲსა და განშორებისათჳს საეშმაკოთა სამსახურებელთაჲსა; რომელსა შინა იტყჳს მისისა მის მიმოსლვისა და ქადაგებისათჳს და ყოველთა მიმართ მრავალშეთხზულისა მის ერთობისა თჳსისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღჳთა (10,2).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: და ყოველთა მოსეს მიმართ ნათელ-იღეს. ხოლო ესე საძიებელ არს, თუ სადა ნათელ-იღეს; არამედ ცხად არს, ვითარმედ ნათელ არასადა უღებიეს, გარნა ვინაჲთგან ნათლისღებისა სახედ შემოიღებდა სიტყუათა ამათ მოციქული, ამისთჳს სახესა მასცა ჭეშმარიტებისავე სახელი უწოდა. ხოლო თუ ვითარ ნათელ-იღეს, ამას ცხად ჰყოფს, ვითარმედ: "ღრუბლითა მით და ზღჳთა", ესე იგი არს, ვითარმედ განვლაჲ მათი ზღუასა — სახელ-იდების ოდენ ნათლისღება, ვითარცა ჭეშმარიტად გამომსახველი ნათლის-ღებისაჲ. ხოლო მოსეს მიმართ ნათლისღებაჲ — იგიცა ჩუენივე სახე იყო, ვითარმედ: ვითარ-იგი მათ არათუმცა პირველად მოსე ეხილვა მავალ ზღუასა შინა, ვერმცა კადნიერ ქმნილ იყვნეს სლვად უფსკრულთა შორის, არამედ შეუორგულებელად რაჲ ჰრწმენა მოსესი, მყის კუალთა მისთა შედგომითა განვლეს ზღუაჲ და განერნეს მდევართა. და ესრეთ, სარწმუნოებაჲ იგი მათი — მოსეს მიმართ და მისითა სარწმუნოებითა განვლაჲ უფსკრულთაჲ — სახელდებულ იქმნა მოციქულისა მიერ მოსეს მიმართ ნათლისღება მათდა. ეგრეთვე ჩუენ პირველად გჳჴმს, რაჲთა გურწმენეს აღდგომაჲ ქრისტესი, და ეგრეთღა მისსა მიმართითა სარწმუნოებითა ვეზიარნეთ სიკუდილსა...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 7-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
12. ღმრთის მუქარის კაცთმოყვარული მიზანი:

...ც. სხვა გზითაც ამტკიცებს ამას, როცა უდაბნოში მყოფებს იხსენებს და ასე ამბობს: „არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მამანი ჩუენნი ყოველნი ღრუბელსა ქუეშე იყვნეს“ (), „და ყოველთა მოსეს მიერ ნათელ-იღეს“ (), „და ყოველთა იგივე საზრდელი სულიერი ჭამეს“ (), „და ყოველთა იგივე სასუმელი სულიერი სუეს“ (); „არამედ არა მრავალნი მათგანნი სათნო-იყვნა ღმერთმან“ (), არამედ დაიღუპნენ და დაეცნენ. რადგან მომავალთა შესახებ საუბრობდა — გეჰენას, სასჯელსა და დასჯას ვგულისხმობ — ამიტომ წარსულიდანაც მოჰყავს მათ შესახებ მტკიცებულება და თვით დასჯილები გამოჰყავს შუაში: გველებისაგან დასჯილები და მომსრველისაგან დასჯილები.

სწორედ ამას აკეთებს აქაც დავითი, იქნება აქიტოფელის შესახებ ამბობს ამას თუ აბესალომის შესახებ. ზოგიერთნი კი ამბობენ, რომ ეს აქიტოფელის შესახებ ითქვა....

სრულად ნახვა