თარგმანი: ვინაჲთგან ზემო კერპთმსახურებად უწოდა ჭამასა ნაზორევთასა, და ესე ფიცხელ მხილება იყო მათდა, აწ ბრძნად წოდებითა განჰკურნებს მათ, და თჳთ მათვე დასხამს მსაჯულად, რომელნი-იგი მოქმედ იყვნეს ბრალისა მის, და სახეთა და იგავთა შემოღებითა წინა-დაუდებს მათ, ვითარმედ ერთ და იგივე არს კერპთმსახურებაჲ და ჭამაჲ ნაზორევისაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 10:15
14. აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთ-მსახურებისაგან.15. ვითარცა ბრძენთა გეტყჳ თქუენ:16. სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 10