...ევა ისინი და თავისი შველა აღუთქვა: „ნუ გეშინინ, — ამბობს, — რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა". შენთვის, ამბობს, არის ის, ვინც შენს მწუხარებას შეგიმსუბუქებს, ვინც არ დაგიშვებს განსაცდელთა ტვირთის ქვეშ დაღუპვას, ვინც განსაცდელთან ერთად შემსუბუქებასაც მოგანიჭებს და ჩვენი ძალის ზემოთ უბედურებებს არ მოავლენს (). მაშ, რატომ დარდობ? რატომ მწუხარებ? რატომ დრტვინავ? რატომ სულმოკლეობ? ნუთუ ის დაგვტოვებს, თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია — თუ მოთმინებას, სიმტკიცესა და მადლიერებას გამოვიჩენთ? ნუთუ გარემოებები, რაც არ უნდა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იყოს, უფრო ძლიერია ჩვენი უფლის სიბრძნეზე? მხოლოდ ჩვენი მოვალეობა ავასრულოთ, მხოლოდ გულწრფელი რწმენა და იმედი ვიქონიოთ ჩვენი სულების მოამაგის სიბრძნისა. ხოლო ის, ჩვენზე უკეთ იცის რა, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო, აუცილებლად ისე მოაწყობს ყველაფერს, როგორც მისთვის შესაფერისია და ჩვენთვის სასარგებლო, რათა ჩვენც მივიღოთ ჯილდო მოთმინებისთვის და მისი კაცთმოყვარეობის ღირსნი გავხდეთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1 კორინთელთა მიმართ 10:13
12. ამიერითგან, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს.13. განსაცდელი თქუენ არა შეგემთხჳა, გარნა კაცობრივ; ხოლო სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროჲს ძალისა თქუენისა, არამედ ყოს განსაცდელისა თანა გამოყვანებაჲცა, რაჲთა შეუძლოდ დათმენად.14. აწ უკუე, საყუარელნო ჩემნო, ივლტოდეთ კერპთ-მსახურებისაგან.
1 კორინთელთა მიმართ თავი 10