...ოს და იცოდეს, რამდენმა (ცოდვილმა) მოინანია და (სათნოების) უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ამრიგად, გთხოვთ, არავინ იამაყოს, თუნდაც ბევრი კეთილი საქმე ჰქონდეს, არამედ ფრთხილად იყოს და ყურადღება მიაქციოს ნეტარი პავლეს შეგონებას, რომელიც ამბობს: «ამიერითგან, რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს» (). და ბოროტებათა უღრმეს ფსკერამდე ჩავარდნილიც ნუ სასოს წარიკვეთს თავისი ცხონების იმედს, არამედ ღვთის გამოუთქმელ კაცთმოყვარეობაზე ფიქრით ყურადღება მიაქციოს ღმერთს, რომელიც წინასწარმეტყველის პირით ამბობს: «ნუ დაცემული არ აღდგების? ანუ მიქცეული არ მოიქცევის?» (), და სხვა ადგილას: არ მსურს «სიკუდილი უშჯულოჲსაჲ», არამედ «მოქცევაჲ მისი გზისაგან ბოროტისა და ცხოვნებაჲ მისი» (). ხედავ, საყვარელო, რომ საღვთო წერილში აღწერილი ყოველივე დავიწყებას სხვა არაფრისთვის არ მიეცა, თუ არა ჩვენი სარგებლისა და კაცობრიობის ცხოვნებისთვის? ამაზე ფიქრით თითოეულმა ჩვენგანმა იქიდან შესაფერისი წამალი ამოიღოს. სწორედ ამიტომ ის ყველას შეუზღუდავად წარედგინება და ყოველ მსურველს შეუძლია იქიდან თავისი მაწუხებელი ვნების შესატყვისი წამალი ამოიღოს და სწრაფი განკურნ...
1 კორინთელთა მიმართ 10:12
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
...ნი ესევითარნი შეცვალებანი იპოებიან პირველქმნილნიცა და აწ იქმნებიან დღითი-დღე.
ამისთჳს ვიტყჳ: ნუცა სამეძვოსა შინა მყოფი წარიკუეთს სასოებასა, უკუეთუ ოდენ ინებოს მოქცევაჲ, ნუცა ეკლესიასა შინა მყოფი უზრუნველ არს და უშიშ. რამეთუ ამის მიმართ თქუმულ არს: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“; ხოლო მისა მიმართ იტყჳს: „ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა?“ და „ჴელნი იგი დაშთომილნი და მუჴლნი დაჴსნილნი აღემართენითო“.
კუალად ამათ ეტყჳს: „განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა“; ხოლო მათ ეტყჳს: „განიღჳძე, რომელსა გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით“. ამათ თანააც დაცვაჲ მოგებულთა მათ კეთილთაჲ, ხოლო მათ - მოგებად, რომელი არა აქუს; ამათ უჴმს სიმრთელისა თჳსისა დაცვად, რაჲთა არა მოუძლურდეს, მათ უჴმს კურნებაჲ თავთა თჳსთა, რამეთუ სნეულ არიან.
ეტყჳს უკუე უფალი განკურნებულთა მათ, ვითარმედ: „აჰა ეგერა ცოცხალ იქმენ, ნუღა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ“;...
...ათ. 8,11-12)
სწავლაჲ კვ: ვითარმედ არა უჴმს მდგომარესა ვიდრე აღსასრულადმდე მინდობაჲ თავისა თჳსისაჲ, არცა რომელი დაეცეს, უჴმს სასოწარკუეთილებაჲ
ამისთჳს, საყუარელნო, ნუმცა ვინ მინდობილ არს თავსა თჳსსა, არამედ სიტყუასა მას მარადის ვიტყოდით: „რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს“; ნუცა კუალად დაცემულნი ესე და ქუემდებარენი ცოდვათა შინა წარვიკუეთთ სასოებასა, არამედ ვიტყოდით: „ნუ უკუე დაცემული იგი არა აღდგისა?“ რამეთუ მრავალნი სიმაღლესა ცათასა მისწუთეს სათნოებითა და ყოველივე მოთმინებაჲ უჩუენეს მთათა შინა და უდაბნოთა და არცა თუ ძილსა შინა თავს-იდებდეს ხილვად დედაკაცისა; და მერმე უდებ იქმნეს და დაეცნეს და მღჳმესა მას ცოდვისასა შთაც-ჳვეს. სხუანი კუალად უფსკრულთაგან ჯოჯოხეთისათა ზეცისა სასუფეველსა მიიწინეს და შებღალულნი აურაცხელითა ცოდვითა მოქალაქობასა მას ანგელოზთასა მიიცვალნეს და ესოდენი სათნოებაჲ აჩუენეს, ვიდრეღა ეშმაკთა განასხმიდეს და მრავალთა სასწაულთა იქმოდეს; და ამის საქმისა სახითა სავსე არიან წერილნი, სავსე არს ყოველი სოფელი. ამისთჳსცა მრავალნი მეძავნი და მემრუშენი და ჩუკენნი პირსა დაუყოფენ მანიქეველ-თა, რომელნი-იგი ნებისმყოფელნი არიან ეშმაკისანი და იტყჳან...