თარგმანი: არსებითი სიმართლე არს ღმერთი, და რომელმან შეიყუაროს ქმნაჲ სიმართლისაჲ და ჰყოფდეს მას, ესევითარი მადლით იშვების მისგან, ძალისაებრ კაცობრივისა მსგავსებითა მისითა.
1 იოვანე 2:29
28. და აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა, რაჟამს გამოცხადნეს, გუაქუნდეს კადნიერებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა.29. უკუეთუ იცით, ვითარმედ მართალ არს, უწყოდეთ, რამეთუ ყოველმან რომელმან ყოს სიმართლე, მისგან შობილ არს.
1 იოვანე თავი 2