თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ რაჲ ესე წარმოვთქუ, წინა-განსაკრძალებელად ყოფადთა წვალებათა წარმოვთქუ, ხოლო თქუენ ამას გეტყჳ, რაჲთა არარაჲთ ქუეყნიერითა და მიწისა ზრუნვათაგანითა შეამრღჳოთ საცხორებელად თქუენდა მოცემული იგი ქრისტეს მიერ საცხებელი სულისა წმიდისაჲ, და ვერცა ერთითა რაჲთ მძლე გექმნეს თქუენ ეშმაკი, რაჟამს სული წმიდაჲ გაქუნდეს მოძღურად და მასწავლელად ყოველსა შინა ცხორებასა თქუენსა, ყოვლისავე ღმრთისმსახურებით და კრძალულებით მოქალაქობისა. და უკუეთუ ეგრეთ მოძღურებასა ზედა მისსა, არასადა გრცხუენეს, არამედ კადნიერებით დასდგეთ წინაშე პირსა დიდებით მოსლვისა თუალ-უხუავისა მის მსაჯულისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
1 იოვანე 2:26
25. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.26. ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათჳს.27. და თქუენცა ცხებულებაჲ იგი რომელი მიიღეთ მისგან, თქუენ თანა ჰგიეს და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ თჳთ იგივე ცხებულებაჲ გასწავებს თქუენ ყოვლისათჳს. და ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუილ; და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა.
1 იოვანე თავი 2