თარგმანი: ამას დაუდებს საზღვრად შჯულთა კეთილად მორწმუნეობისათა, ვითარმედ: უკუეთუ უცვალებელად იპყრან მოძღურებაჲ მართლმადიდებლობისაჲ, განუყოფელ იყვნენ იგინი მახლობელობისაგან მამისა და ძისა, რომელი-ესე არს თავი აღთქუმათაჲ, რომელი-იგი ქრისტემან თქუა, ვითარმედ: რომელმან სიტყუაჲ ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე. და ჭეშმარიტად მახლობელობაჲ ღმრთისაჲ არს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
1 იოვანე 2:24
23. ყოველმან რომელმან უარყოს ძე, არცა მამაჲ არს მის თანა.24. თქუენ უკუე, რომელი-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი გესმა პირველითგან, და თქუენცა ძისა თანა და მამისა ეგნეთ.25. და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნოჲ.
1 იოვანე თავი 2