თარგმანი: ყოველთა ნათელღებულთა ცხებულებაჲ აქუს სულისა მიერ წმიდისა და ყოველთა წმიდამყოფელისა, რომლისა მიერ ვიქნებით მკჳდრ ღმრთისა და თანა-მკჳდრ ქრისტესსა, და უეჭუელითა შემეცნებითა ჭეშმარიტებისაჲთა უცხოდ განვჰკუეთთ ყოველსა ტყუილსა და სიცრუესა.
1 იოვანე 2:20
19. ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი, რამეთუ უკუეთუმცა ჩუენგანნი იყვნეს, დამცა-დგრომილ იყვნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყვნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგან.20. და თქუენცა ცხორებაჲ გაქუს წმიდისა მისგან და იცით ყოველივე.21. და მივწერე თქუენდა, ვითარმედ არა იცით ჭეშმარიტებაჲ იგი, არამედ ვითარმედ იცით იგი და რამეთუ ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს.
1 იოვანე თავი 2