...ედ ყოვლად სრულ-ქმნულნი და მრთელნი გონებითა. ხოლო ხილვა არს, ვითარ-იგი პეტრეს ეჩუენა ჭურჭელი ტილოჲსაჲ და კორნილიოსს — ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რომელი-ესე ჭაბუკთაჲ მათი არს, რომელნი ჟამსა ოდენ იყვნენ სულიერისა ჰასაკისა ძლიერებისასა, რომელთა მიუწერს ღმრთისმეტყუელი იოვანე: "მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ" () და ზოგად თუალითაცა ჴორციელითა იხილვების ესევითარი ხილვაჲ, თუალთა თანა გონებისათა. ხოლო მესამე არს ჩუენებით განცხადებაჲ ძილსა შინა უწყებითა სიზმრისაჲთა, ვითარ-იგი პავლეს ეჩუენა მაკედონელი იგი და ჰრქუა: "წიაღმოჴედ და შეგუეწიე ჩუენ"; და კუალად — ანანიას პავლესთჳს. ესევითარი ესე მადლი მიეცემის მათ, რომელნი სრულ-ქმნილ იყვნენ მჴცითა სათნოებათაჲთა, და დამაშურალ ბრძოლითა და ძლევითა მტერთაჲთა. ამისთჳს, ვითარცა მოქენენი განსუენებისანი, ძილსა შინა ჩუენებითა განსუენებით და უშრომელად ისწავებენ დაფარულთა საიდუმლოთა.
და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაჲსწარმეტყუელებდენ (2,18).
თარგმანი: არა იტყჳს ჟამსა განჩინებულად, რამეთუ თჳთ მიფენაჲ იგი სულისაჲ და საქმე სასწაულთაჲ კმა არს მაუწყებელად, თუ ოდეს იქმნა წინა-მოსწავებული ესე; ოდეს-ესე არს არს მამაკაცება...