მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 იოვანე 2:1

1. შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ ქრისტე იესუ მართალი.2. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ.
1 იოვანე თავი 2
1. შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ ქრისტე იესუ მართალი.
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ, და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ — ქრისტე იესუ მართალი, და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ (2,1-2).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ბუნებით შეცვალებულ ხართ ნათლისღებისა მიერ, რაჲთამცა, გინდა თუ არა, ვერ შემძლებელ იყვენით ქმნად ცოდვისა, არამედ ნათლისღებაჲ პირველ გარდასრულთა ბრალთასა მოგცემს მადლით მოტევებასა და წინამდებარეთა ჟამთათჳს — ძალსა და შეწევნასა, დაცვად ბოროტისაგან და ქმნად კეთილისა. არამედ ესე ჩუენი საქმე არს, რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ განკრძალულებით ცვად თავთა ჩუენთა ყოვლისაგან ცოდვისა, რაჲთა შეუმწინკულებელად ეგოს ჩუენ შორის მადლი ნათლისღებისაჲ. ხოლო უკუეთუ ვცოდოთ რომლითაცა მიზეზითა, მეორე ესე არს გზაჲ, რაჲთა არავე წარვიკეთოთ სასოებაჲ მოქცევისა და სინანულისაჲ, რამეთუ არს ჩუენდა მლხინებელ მამისა მიმართ — მხოლოჲ იგი უცოდველი და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. ამისთჳს მზა-მცა ვართ მოქცევად მისსა და სინანულად ბრალთა ჩუენთა.

თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო (2,17).:

...ედ ყოვლად სრულ-ქმნულნი და მრთელნი გონებითა. ხოლო ხილვა არს, ვითარ-იგი პეტრეს ეჩუენა ჭურჭელი ტილოჲსაჲ და კორნილიოსს — ხილვაჲ ანგელოზისაჲ, რომელი-ესე ჭაბუკთაჲ მათი არს, რომელნი ჟამსა ოდენ იყვნენ სულიერისა ჰასაკისა ძლიერებისასა, რომელთა მიუწერს ღმრთისმეტყუელი იოვანე: "მივსწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რამეთუ ძლიერ ხართ" () და ზოგად თუალითაცა ჴორციელითა იხილვების ესევითარი ხილვაჲ, თუალთა თანა გონებისათა. ხოლო მესამე არს ჩუენებით განცხადებაჲ ძილსა შინა უწყებითა სიზმრისაჲთა, ვითარ-იგი პავლეს ეჩუენა მაკედონელი იგი და ჰრქუა: "წიაღმოჴედ და შეგუეწიე ჩუენ"; და კუალად — ანანიას პავლესთჳს. ესევითარი ესე მადლი მიეცემის მათ, რომელნი სრულ-ქმნილ იყვნენ მჴცითა სათნოებათაჲთა, და დამაშურალ ბრძოლითა და ძლევითა მტერთაჲთა. ამისთჳს, ვითარცა მოქენენი განსუენებისანი, ძილსა შინა ჩუენებითა განსუენებით და უშრომელად ისწავებენ დაფარულთა საიდუმლოთა.

და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინაჲსწარმეტყუელებდენ (2,18).

თარგმანი: არა იტყჳს ჟამსა განჩინებულად, რამეთუ თჳთ მიფენაჲ იგი სულისაჲ და საქმე სასწაულთაჲ კმა არს მაუწყებელად, თუ ოდეს იქმნა წინა-მოსწავებული ესე; ოდეს-ესე არს მამაკაცება...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პზ რაჲთა განვეშორნეთ ყოვლისავე ბოროტისაგან და ვიქმოდით კეთილსა:

...(1 იოან. 1,9) იტყჳს ღმრთისმეტყუელი იოვანე; და კუალად მანვე თქუა: „შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ. და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინისმცემელი გჳვის მამისა მიმართ - იესუ ქრისტე მართალი. და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისაჲ“.

ოდენ მოვიქცეთ სინანულად, განვეშორნეთ ბოროტსა და ვიქმოდით კეთილსა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა, რაჲთა შეუძლოთ თქუმად: „ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადული, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა“, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ლოცვა-ყავთ წმიდათა მამათათჳს, იოვანესა და ეფთჳმესთჳს, წმიდანო ღმრთისანო, ნათესავნო მომავალნო და ჩუენებრვე მცირედჟამ ყოფადნო.

სრულად ნახვა