...ბათაჲთა, და მან თავადმან სავანე ყოს ჩუენ შორის, ვითარცა ბუნებითმან ნათელმან მადლით მის მიერ განათლებულთა შორის.
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ — ცოდვაჲ არა გუაქუს, - თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა (1,8).
თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "სისხლი იესუჲსი განმწმედს ჩუენ" (), აწ ჰურიათა თანამდებ ჰყოფს ბრალისა, რომელნი ჴმობდეს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (). ვითარმედ, უკუეთუ ესე გგონიეს თუ არად ცოდვა არს მკლველობაჲ ქრისტესი, და შესაძლებელ არს სხუებრ განწმედაჲ ჩუენი ცოდვათაგან თჳნიერ სისხლისა მისისა, უწყოდეთ, რამეთუ სცთებით, და განვრდომითა ჭეშმარიტებისაგან ღმრთისაგან განჰვარდებით, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ჭეშმარიტებაჲ.
მოციქულისაჲ: უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუისა (1,9).
თარგმანი: ყოველთავე სარგებელ ეყოფვის აღსაარებაჲ ბრალთაჲ, რომელი-იგი დასაბამი არს სინანულისაჲ, ხოლო უფროჲსღა ჰურიათა უჴმს, რაჲთა აღიარონ ბრალი ქრისტეს მკლველობისაჲ, ვითარმედ: ვცოდეთ. და ესრეთ მან თავადმან განათავისუფლნეს იგინი სიცრუისაგან მათისა და სისხლისა მის, რომე...